იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი სიტყვით გამოვიდა KEK-სა და GTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე
2024/10/15
15 ოქტომბერს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონიიშიძუკა ჰიდეკი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე KEK-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (GTU) შორის. ორი დაწესებულება 2014 წლიდან აწარმოებს ერთობლივ კვლევებსა თუ სხვა აქტივობებს და მემორანდუმის მეშვეობით იქნება შესაძლებლობა შემდგომი თანამშრომლობისთვის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სფეროში კვლევების გაცვლის სტიმულირებისთვის.
სიტყვით გამოსვლის დროს ელჩმა იშიზუკამ თქვა: „ძალიან მოხარული ვარ ხელმოწერის ცერემონიით, რადგან ის ხელს უწყობს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, რომ აკადემიური გაცვლა იაპონიასა და საქართველოს შორის მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. საელჩო ასევე მხარს უჭერს აკადემიურ გაცვლას იაპონიასა და საქართველოს შორის და ვიმედოვნებთ, რომ სტუ-ს სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაში (MEXT).“