იაპონიის საელჩოს ორგანიზებით რიგით მეორე იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი გაიმართა
2025/3/10
9 მარტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული რიგით მეორე იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი. 21 კონკურსანტმა თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან, წარადგინა იაპონური ენის ყოველდღიური შესწავლის პროგრესი და გააზიარა თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და მოსაზრებები იაპონური კულტურის შესახებ.
შარშან, 2024 წლის ივლისში, პარიზში გაიამრთა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები, სადაც იაპონია და საქართველო წარმატებით ასპარეზობდნენ სხვადასხვა სპორტულ სახეობაში, მათ შორის ჯუდოში. შესაბამისად, წლევანდელი თემაც იყო სპორტი იაპონიასა და საქართველოში.
კონკურსის დახურვის ცერემონიაზე, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, წარმოთქვა შემაჯამებელი სიტყვა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
კონკურსი სამ კატეგორიად იყო დაყოფილი: დაწყებითი, საშუალო და მაღალი დონე. თითოეული მათგანის თემა და შედეგები იხილეთ დაბლა:
დაწყებითი დონე: იაპონური ან ქართული სპორტი
I ადგილი: ნინო ჯუღელი [იაპონური სპორტი „ძიუდო“]
II ადგილი: ნიტა ჩხეიძე [აიკიდო]
III ადგილი: ნინო სულიკაშვილი [საბრძოლო ხელოვნების ქვეყანა იაპონია და ყურძნის ქვეყანა საქართველო]
საშუალო დონე: ქართული სპორტი, რომელსაც მსურს იცნობდეს იაპონია
I ადგილი: ნინო ჭუმბურიძე [საბრძოლო ცეკვა]
II ადგილი: მარიამ ჭიჭიკაშვილი [ლელო ბურთი - ქართული ტრადიციული სპორტი]
III ადგილი: შალვა ბიჭაძე [სპორტი აკავშირებს სულებს]
მაღალი დონე: ქართველებისთვის იაპონური საბრძოლო ხელოვნებების მიმზიდველი მხარე
I ადგილი: გიორგი მამალაძე [საქართველოსა და იაპონიის სპორტსმენობა]
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის:
ნიკა ანთია [ლელო ბურთი]
ნია აპაკიძე [ძიუდო და ჭიდაობა]
თამარ გოლიაძე [ქართული სპორტის სულისკვეთება]
გიორგი კავლელიშვილი [ქართული ტრადიციული სპორტის სახეობები]
სპეციალური სიგელი: ნინო ჭუმბურიძე [საბრძოლო ცეკვა]