იაპონიის კვირეული 2025 - ღონისძიების შესახებ ინფორმაცია

წელსაც მოვიდა ალუბლის ყვავილობის სეზონი. ჩვენი საელჩო აპრილში, როდესაც საკურა ყვავილობით გამოირჩევა, „იაპონიის კვირეული საქართველოში 2025“ სახელწოდებით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მართავს.
【3 აპრილი (ხუთშაბათი)】
ღონისძიება: კიოგენის დემონსტრაცია და მასტერკლასი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს თანაორგანიზებით)
მოკლე აღწერა: შვედეთში მოღვაწე მსახიობის, კომაკი იუს მიერ კიოგენის ერთ-ერთი ნაწილის, „კომაის“ წარმოდგენა და ბალეტის წევრებისთვის მასტერკლასის ჩატარება.
შენიშვნა: მოწვევით
【5 აპრილი (შაბათი)】
ღონისძიება: საკურას ყვავილობის ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში (საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით)
მოკლე აღწერა: ღონისძიება ჩატარდება თბილისში ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაშენებულ საკურას ყვავილობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს იაპონურ კულტურასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და შვედეთში მოღვაწე ჩაის ცერემონიის მასტერის, ტოშიკო ონერის (“SOHO”) საჩვენებელ ცერემონიას.
შენიშვნა: დასწრებასთან დაკავშირებით მიმართეთ თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს
【7 აპრილი (ორშაბათი)】
ღონისძიება: კიოგენისა და ჩაის ცერემონია და ლექცია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში
(თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით)
მოკლე აღწერა: მსახიობ კომაკისა და ჩაის ცერემონიის მასტერის ონერის მიერ ჩატარდება საჩვენებელი ჩერემონია და ლექცია.
შენიშვნა: მხოლოდ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
【8 აპრილი (სამშაბათი)】
ღონისძიება: ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი 2025
(თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს თანაორგანიზებით, პიანისტი უსუი ტოშიკის მხარდაჭერით)
მოკლე აღწერა: 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტი უსუი ტოშიკი, ჩელისტი ნიკურა ჰიტომი და საქართველოს სიმფონიეტა. კონცერტზე საქართველოში პირველად შესრულდება აზარაშვილის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, აგრეთვე იაპონური კომპოზიციებიც.
შენიშვნა: მხოლოდ მოწვევით (თავისუფალი ბილეთების შესახებ ინფორმაცია იკითხეთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში)
【9 აპრილი (ოთხშაბათი)】
ღონისძიება: ფუროშიკისა და ორიგამის დემონსტრაცია და ლექცია სოფელ ნიქოზის ხელოვნების სკოლაში (საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით)
მოკლე აღწერა: სოფელ ნიქოზის ხელოვნების სკოლაში ჩატარდება დემონსტრაცია და ლექცია, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის და მოსწავლეებისთვის. წარმოდგენილი იქნება:
※1: ფუროშიკი - იაპონური ტრადიციული ხელოვნება, რომელიც გამოიყენება ნივთების შესაფუთად.
※2: ორიგამი - იაპონური ტრადიციული ხელოვნება, სადაც ქაღალდის გადაკეცვით იქმნება სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა ცხოველები და ყოველდღიური ნივთები.
შენიშვნა: მხოლოდ მოწვევით
【10 აპრილი (ხუთშაბათი)】
ღონისძიება: ფუროშიკისა და კიოგენის დემონსტრაცია და ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში (ბათუმის უნივერსიტეტის და საქართველოში იაპონიის საელჩოს თანაორგანიზატორობით)
მოკლე აღწერა: კიოგენის მსახიობი კომაკი და ფუროშიკის მასწავლებელი ორნელი ჩაატარებენ დემონსტრაციასა და ლექციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის იაპონური ენის სტუდენტები. ღონისძიება განკუთვნილია იაპონური ტრადიციული ხელოვნებისა და კულტურის გაცნობისთვის.
შენიშვნა: მხოლოდ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
【15 აპრილი(სამშაბათი)】
ღონისძიება: ფუროშიკის დემონსტრაცია და ლექცია ქართულ სასწავლებელში (საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით)
მოკლე აღწერა: ფუროშიკის მასწავლებელი ონერი ჩაატარებს დემონსტრაციასა და ლექციას ბავშვებისთვის. ბავშვები შეძლებენ მონაწილეობას ფუროშიკის გამოყენებაში, რათა ისწავლონ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური ნივთების შეფუთვა და ტარება ფუროშიკით.
შენიშვნა: მხოლოდ ქართული სასწავლებლის მოსწავლეებისთვის