ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი 2025
2025 წლის 8 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ვაჟა აზარაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალური კონცერტი, რომელიც აღნიშვნიდა მისი გარდაცვალების პირველ წლისთავს. ღონისძიება ჩატარდა “იაპონური კვირეულის 2025” ფარგლებში და თანაორგანიზებული იყო იაპონიის საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ. ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის, ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის პატივსაცემად, იაპონელმა და ქართველმა მუსიკოსებმა შეასრულეს მისი ნაწარმოებები.
ღონისძიების გახსნისას იაპონიის ელჩმა, ბატონმა ჰიდეკი იშიძუკამ, აღნიშნა ამ კონცერტის დიდი მნიშვნელობა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და მადლობა გადაუხადა კონსერვატორიას და მონაწილე შემსრულებლებს, მათ შორის “საქართველოს სინფონიეტას” და ჩელისტ ჰიტომი ნიიკურას. ელჩმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პიანისტ ტოშიკი უსუის, რომელსაც ვაჟა აზარაშვილთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა და რომელიც თავად კომპოზიტორმა გადააბარა საავტორო უფლებების მართვა, ორ ქვეყანას შორის მუსიკის მეშვეობით კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორმა, ნინო კასრაძემ, მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოსა და მაესტრო უსუის ამ კულტურული ღონისძიების ჩატარებისთვის და გამოხატა იმედი, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.
კონცერტის განმავლობაში ბატონ ტოშიკი უსუის შეუერთდნენ ჩელისტი ჰიტომი ნიიკურა და საქართველოს სინფონიეტა. მათ ერთად შეასრულეს ვაჟა აზარაშვილის მრავალი ნაწარმოები, მათ შორის მისი “პიანო კონჩერტო No.3”, რომლის ქართულ პრემიერაც შედგა სწორედ ამ კონცერტზე — ნაწარმოები, რომელიც კომპოზიტორმა სპეციალურად უსუისთვის დაწერა, ასევე რამდენიმე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. პროგრამაში ასევე წარმოდგენილი იყო მუსიკა იაპონური სტუდია Ghibli-ის ფილმებიდან.
დეტალური ინფორმაცია კონცერტის პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ja/11_000001_01067.html