ორიგამისა და ფუროშიკის დემონსტრაცია და ლექცია ნიქოზის ხელოვნების სკოლაში (იაპონიის კვირეული 2025 საქართველოში)
9 აპრილს, იაპონიის საელჩომ საქართველოში გამართა „ორიგამისა და ფუროშიკის დემონსტრაცია და ლექცია“ ნიქოზის ხელოვნების სკოლაში, რომელიც მდებარეობს სოფელ ნიქოზში, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს.
სიტყვით გამოსვლისას, იაპონიის ელჩმა ბატონმა ჰიდეკი იშიძუკამ კიდევ ერთხელ აღნიშნა კულტურული გაცვლის მნიშვნელობა ორიგამისა და ფუროშიკის მეშვეობით, რომლებიც იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილებია. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა მისმა უწმინდესობამ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ.
დემონსტრაცია და ლექცია წარადგინეს სპეციალურად მოწვეულმა იაპონელმა შემსრულებლებმა, რომლებიც ამჟამად სტოკჰოლმში ცხოვრობენ – თეატრის მსახიობმა ქალბატონმა იუ კომაკიმ და ჩაის ოსტატმა ქალბატონმა ტოშიკო ონერმა. ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა ტრადიციული იაპონური კულტურის შესახებ და შემდეგ თავადაც მონაწილეობა მიიღეს ორიგამისა და ფუროშიკის გაკეთებაში. მოგახსენებთ, რომ ხელოვნების სკოლა ხელახლა აშენდა გრანტების დახმარების პროგრამის ფარგლებში „სოციალურ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა სოფელ ნიქოზში, გორის რაიონში“.