Პროფესორ ნანა გელაშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 ფისკალური წლის საპატიო სიგელი გადაეცა
2025/8/29
ამა წლის 28 აგვისტოს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდოს 2025 ფისკალური წლის მიმღებთა სია გამოაქვეყნა. Საქართველოდან, აღნიშნულ ჯილდოს მიიღებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაშვილი. Ის შერჩეულ იქნა , მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოში იაპონური კვლევების პოპულარიზაციაში.
ნანა გელაშვილი, შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის ხელმძღვანელის როლში, მრავალი წელია ხელს უწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური კულტურისა და ენის სწავლებას. Მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა 2023 წელს იაპონისტიკის ჩამოყალიბება, როგორც ძირითადი საბაკალავო პროგრამა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Მის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციები მიზნად ისახავდა იაპონური კულტურის, ისტორიისა და პოლიტიკის გაცნობას და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.
29 აგვისტოს, იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, სატელეფონო ზარის მეშვეობით მიულოცა პროფესორს დაჯილდოება და განსაკუთრებით აღნიშნა იაპონური ენის განათლებისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საქმისადმი მისი მრავალწლიანი ერთგულება.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელის მთავარი მიზანია გამოხატოს პატივისცემა იმ ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში. ამასთან, დაჯილდოება მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას ამ ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობა და გამოხატოს მათ მიმართ მხარდაჭერა.