მე-3 იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი - განცხადებების მიღება

2025/11/3

2025 წლის 14 დეკემბერს (კვირას), თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, იაპონიის საელჩო საქართველოში რიგით მე-3 იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსს ჩაატარებს. აღნიშნული კონკურსი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გამოავლინონ თავიანთი უნარები და ასევე სხვა მოსწავლეებთან კომუნიკაციით, გაიღრმავონ ცოდნა იაპონიის შესახებ და განახლებული მოტივაციით განაგრძონ იაპონური ენის შესწავლა.  
 
  • თარიღი და ადგილი:
    • 14 დეკემბერი (კვირა), 2025, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე
    • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მე-200 აუდიტორია
  • წლევანდელი თემა:
    • სიტყვები და ასოები (იეროგლიფები)
  • განაცხადების მიღება:
    • 3 ნოემბრიდან (ორშაბათი) – 19 ნოემბრამდე (ოთხშაბათი), 2025
 
  • შენიშვნები:
    • სიტყვით გამოსვლის კონკურსი შედგება სამი დონისგან: დამწყები, საშუალო, მაღალი. ეს დონეები შეიძლება იყოს დაყოფილი ან შეერთებული აპლიკანტების რაოდენობიდან გამომდინარე. აპლიკანტების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს განაცხადების შერჩევა ან/და აპლიკანტს მიენიჭოს სხვა დონე. ამის შესახებ აპლიკანტები ინფორმაციას მიიღებენ ელ-ფოსტით 2025 წლის 21 ნოემბერს.
 
  • თემები:
    • დამწყები დონე: 「日本/ジョージアの好きなことわざ」/「日本語の好きな表現」  (დროის ლიმიტი - 3 წთ) ※აირჩიეთ ერთ-ერთი თემა
    • საშუალო დონე: 「日本人が気付いていない日本語の魅力」/ 「日本語の面白いところ」」  (დროის ლიმიტი - 4 წთ) ※აირჩიეთ ერთ-ერთი თემა
    • მაღალი დონე: 「お薦めしたい日本の本」/「日本語の力」」」  (დროის ლიმიტი - 4 წთ) ※აირჩიეთ ერთ-ერთი თემა
  • შენიშვნები:
    • სიტყვით გამოსვლისას ფურცლების/ჩანაწერების გამოყენების შემთხვევაში მოხდება ქულების დაკლება
    • სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟიურის წევრები მონაწილეებს დაუსვამენ კითხვებს. კითხვებზე პასუხებიც იქნება შეფასებული
    • მონაწილეებმა მღერისაგან, ცეკვისაგან, პოეზიის კითხვისაგან და პრეზენტაციების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ
 
  • კვალიფიკაციები:
    • საქართველოს მოქალაქეს
    • იაპონური ენის მასწავლებლებს მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
    • წარსულში გამარჯვებულებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ იმავე კატეგორიაში (თუმცა,აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ უფრო მაღალ კატეგორიაში)
 
  • თითოეული დონის კვალიფიკაციები:
※ იაპონური ენის ცოდნის ტესტის (JLPT) სერტიფიკატის მფლობელებმა განაცხადის შეტანისას სერტიფიკატები ციფრულ ფორმატში უნდა წარადგინონ
  • დამატებითი შენიშვნები:
    • თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელ დონეზე უნდა შეიტანოთ აპლიკაცია, გთხოვთ, მიმართოთ საელჩოს.
    • ვინც იაპონიაში ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა, ავტომატურად მოხვდება მაღალი დონის კატეგორიაში
 
  • შეფასების კრიტერიუმები:
    ჟიურის წევრები შეაფასებენ კონკურსანტებს დაბლა მოცემული კრიტერიუმების მიხედვით:
     
    ა: გამოსვლის შინაარსი (40 ქულა)
    • ორიგინალურობა (არა მხოლოდ საჯაროდ ცნობილი ფაქტები, არამედ გამომსვლელის პირადი მოსაზრებებიც. მესამე პირისთვისაც რამდენად საინტერესო იქნება მოცემული თემა)
    • არგუმენტაცია
    • თემის სტრუქტურა და თანმიმდევრულობა
  • ბ: წარდგენისა და მიწოდების უნარი (30 ქულა)
    • გამოთქმა
    • წარდგენისა და მიწოდების უნარი
  • გ: კითხვებზე პასუხი (30 ქულა)
    • იაპონურად გამოთქმის უნარი
    • კითხვის სწორად გააზრება და პასუხი
  • ჯილდოები:
I ადგილის სიგელი
II ადგილის სიგელი
III ადგილის სიგელი
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის
 
  •  სააპლიკაციო დოკუმენტები:
დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ სააპლიკაციო ფორმას, შეავსეთ დეტალები და ატვირთეთ საჭირო დოკუმენტები 2025 წლის 19 ნოემბრამდე (ოთხშაბათი):
  • სააპლიკაციო ფორმა
  • JLPT სერტიფიკატის სკანირებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • იაპონურ და ქართულ ენებზე სიტყვით გამოსვლის ტექსტი
※ გთხოვთ, ტექსტის ზედა ნაწილში მიუთითოთ თქვენი სრული სახელი

 
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: culture@tb.mofa.go.jp