„იაპონური კულინარიული კვირეული“ თბილისში
2025/11/4
Swissotel Tbilisi-მა და იაპონურმა კომპანიებმა, საქართველოში იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით, 31 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნეს „იაპონური კულინარიული კვირეული“ — ინიციატივა, რომელიც მიეძღვნა იაპონური სამზარეულოსა და კულინარიული კულტურის წარმოჩენას.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში იაპონიის ელჩმა ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული მზარდი ურთიერთობა აღნიშნა და ხაზი გაუსვა კულინარიას, როგორც ხალხებს შორის ურთიერთგაგების უნიკალურ საშუალებას, რომელიც ქმნის მეგობრობას და აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს.
ოთხდღიანი ღონისძიება, რომელიც 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მიმდინარეობდა, წარმოადგენდა უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებას, სადაც მონაწილეობდა იაპონელი შეფ-მზარეული ბატონი ნაკამურა ჰიდეჰირო. ის სპეციალურად იაპონიიდან ჩამოვიდა და Swissotel Tbilisi-ის სტუმრებს შესთავაზა ავთენტური იაპონური მენიუ, რომელიც წარმოაჩენდა იაპონური სამზარეულოს დახვეწილობასა და მრავალფეროვნებას.
იაპონურ კულინარიულ კვირეულზე ასევე აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი იაპონური კომპანიები, რომლებმაც წარადგინეს პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტები, საკვები პროდუქტები და სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები, კონკრეტულად ოკინავას რეგიონიდან. მათი მონაწილეობა ხაზს უსვამდა იაპონიის მზადყოფნას — ხელი შეუწყოს საქართველოსთან კულტურულ თანამშრომლობას, ბიზნეს პარტნიორობას და მდგრადი კულინარიული თანამშრომლობის განვითარებას.