ელჩმა იშიძუკამ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა იჩირო კიკუტას იაპონური მელნის ფერწერის ოფიციალურ გახსნაზე საერთაშორისო ხელნაკეთი პრინტის ფესტივალის ფარგლებში
18 დეკემბერს, თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა რიგით IX საერთაშორისო ხელნაკეთი პრინტის ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე. გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა იაპონიის საელჩოს საქართველოში, თბილისის მერიის, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერითა და არტ-კავკასიის ფონდის ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო ოკინაველი მხატვრის, იჩირო კიკუტას იაპონური მელნის ფერწერის ნამუშევრები.
აღნიშნული გამოფენა, ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი 2025-ის ფარგლებში აჭარის ხელოვნების მუზეუმში საზეიმო გახსნის შემდეგ, წარმოადგენს ოკინაველი მხატვრის, იჩირო კიკუტას მეორე გამოფენას საქართველოში.
ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე იჩირო კიკუტამ მოწვეული სტუმრების წინაშე შექმნა იაპონური მელნის ფერწერული ნამუშევარი.
იაპონური მელნის ფერწერის გამოფენა გაგრძელდება 2026 წლის 18 იანვრამდე.



